საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

18:18, 06.04.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ისფედის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე ცეკო-ს იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. მოსარჩელეები ამ ჩანაწერს უკანონოს უწოდებენ.

მსგავსი