საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო
ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო – ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განმარტა, რომ სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეოგადაღება, საქმეში ნეიტრალური მოწმე წარმოედგინათ, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა იქნებოდა.
შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.