საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა, „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისადა „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე, არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

თემის დეტალები „მოამბეში“.