საქართველო განათლების მსოფლიო ფორუმზე

18:43, 20.05.2025

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე ლონდონში, „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტი მინისტრი ესწრება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე წულაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, არსებული სიახლეები და მიღწევები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველო და ბრიტანეთი აქტიურად მუშაობენ უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის და ძალიან მალე ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგები იქნება.

მსგავსი