საპროტესტო აქციები და შეზღუდვები საფრანგეთში
უცხოური ჩარევის კვალს არ გამორიცხავს საფრანგეთის ხელისუფლება 17-18 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებში. გასული კვირის არეულობის და მღელვარების შემდეგ ქვეყანა ახალი საპროტესტო ტალღის მოლოდინშია. პრეზიდენტი სადაზვერვო უწყებებთან საგანგებო შეხვედრებს მართავს-მინისტრები მაკრონთან უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს ათანხმებენ. ქვეყნის პირველი პირი შაბათ-კვირის ვანდალურ და ძალადობრივ მოვლენებს ულტრამემარცხენე ჯგუფების ამბოხად და ხელისუფლების დამხობის მცდელობას აცხადებს და მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს. შაბათიდან მობილიზებულები იქნებიან პოლიციის დამატებითი დანაყოფები. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და არეულობის პრევენციისთვის შეიზღუდება დემონსტრაციების გამართვა, ზოგიერთ ადგილზე კი აქციის მოწყობა საერთოდ აიკრძალება. და ეს მაშინ, როცა მაკრონთან გუშინდელი უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ხუთმა პროფკავშირმა მასობრივი გაფიცვა და აქციების გაგრძელება დააანონსა. 24 ოქტომბრიდან მოქალაქეებს საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდებენ ყვითელჟილეტიანებიც.