„საპროტესტო სვლა რეგიონებში“ - ახალი თეატრის მანიფესტი

დაკავებულთა გათავისუფლებისა და არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი გრძელდება ბათუმში, სადაც დღეს აქციის მონაწილეებთან ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და შეკრებილებს სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებიდან მიმართა. მან სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელსა და ყველა დაკავებულს.

დღესვე საპროტესტო მსვლელობა მოეწყო უნივერსიტეტიდან ევროპის მოედნამდე, სადაც „ახალმა თეატრმა“ წარმოადგინა მანიფესტი „ჩვენ გადავცურავთ ზღვას“.

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში და რა განცხადებები კეთდება აქციაზე, მერაბ წულუკიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.