საპროტესტო მსვლელობა

ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ HR პროფესიონალები, მარკეტერები, IT/Tech პროფესიონალები, იურისტები, ESM-ელები, „მთა თავისუფლებისთვის“ და სხვა გაერთიანებები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მანიფესტაციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე არ გააქტიურდეს ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხი. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული პირები.