საპროტესტო მსვლელობა-აქცია – შეფასებები

15:18, 27.10.2025

აქცია და მსვლელობა გაიმართა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, სახელწოდებით „ბოლომდე, გამარჯვებამდე“. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები. ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მსვლელობას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს. საკანონმდებლო ორგანოსთან მომიტინგეებს ოპოზიციურმა ლიდერებმა, აქციის მონაწილეებმა და ყოფილმა პრეზიდენტმა,ზურაბიშვილმა მიმართეს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა. კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა აქციის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციამ დიდებულად ჩაიარა და ის პასუხისმგებლიანმა, დემოკრატიულმა პარტიებმა და ძალებმა დააორგანიზეს.

„ერთი მხრივ, უარი ვთქვით რეჟიმთან კოლაბორაციაზე 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებულ ფარსში და მეორე მხრივ, გავემიჯნეთ იმ უპასუხისმგებლო, კატასტროფულ ავანტიურას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისი უსინდისო მინიონების ბანდამ დაატეხა ქართველ ხალხს. ვერცერთი უთავმოყვარეო ავტოკრატი ვეღარ მიიტაცებს ჩვენს დღის წერიგს – ვერც ანკესზე წამოცმული მიშას ფოტოების სავსავით და ვერც იმ რვაკაციანი რაზმით. დავუპირისპირდები საჯაროდ, კამერების წინ ყველა ხბომადიდებელ იდიოტს, რომელიც სააკაშვილის ფოტოებით სხვისი დღის წესრიგის მიტაცებას შეეცდება,“ – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი