საპროტესტო მარშს მართავენ მოტომოყვარულები

15:19, 22.12.2024

პროტესტის 25-ე დღე. ამჯერად საპროტესტო მარშს მოტომოყვარულები მართავენ. მსვლელობამ სტარტი ძველი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო. მარში ვარაზის ხევისა და მელიქიშვილის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედნისკენ მოეწყობა, შემდეგ კი, თბილისის გარეუბნებისკენ გაგრძელდა და რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ დასრულდება. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

მსგავსი