საპროტესტო მარში გამართეს მოტომოყვარულებმა

საპროტესტო მარში გამართეს მოტომოყვარულებმაც. მსვლელობამ სტარტი ძველი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო. მარში ვარაზის ხევისა და მელიქიშვილის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ მოეწყო, შემდეგ კი, თბილისის გარეუბნებისკენ გაგრძელდა და რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ დასრულდა. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.