პროტესტის 25-ე დღე. დედაქალაქსა და რეგიონებში მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო მსვლელობები იმართება. „არასდროს დანებდე!“ – ამ სლოგანის ქვეშ გმირთა მემორიალიდან სტარტს ანწუხელიძის მარში აიღებს. ამავე ლოკაციაზე არიან შეკრებილები ვეტერანთა მარშის მონაწილეები. ისინი ერთობლივად მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივლენ და აქციას შეუერთდებიან. მოთხოვნა უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.