ბათუმში საავტომობილო, საპროტესტო მარში მოეწყო.
ავტომანქანებით მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. მთავარი მოთხოვნებია უკანონოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება და ძალადობის ფაქტების გამოძიება, ასევე ახალი არჩევნები. ქალაქში მსვლელობის შემდეგ აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ, სადაც პროტესტი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.