ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება.
იზრდება დაღუპულებისა და დაკავებულების რაოდენობა. გათიშულია საკომუნიკაციო არხები – მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტით ვერ სარგებლობს. მაღაზიების გამყიდველების მიერ ვალუტის გაუფასურების და ინფლაციის გაპროტესტებით დაწყებული აქციები ანტისახელისუფლებო დემონსტრაციებში და არეულობაში გადაიზარდა. დღეს თეირანში კონტრაქციაც მოეწყო ირანის სულიერი ლიდერის მხარდასაჭერად. აქციაზე მივიდა ქვეყნის პრეზიდენტიც. ირანის ხელისუფლება პროტესტს კონტროლის ქვეშ მოქცეულად აცხადებს და ომისთვის მზაობასაც ადასტურებს.
მუქარის შემცველი გზავნილები ისმის ვაშინგტონიდან. ტრამპი რეაგირების სახით რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში ოფიციალურ თეირანს მოსალოდნელ დარტყმებზე აფრთხილებს. პარალელურად აქტიურდება მოკლული შაჰის ამერიკაში მცხოვრები ვაჟი, რომელიც მიმდინარე პროცესებს ეროვნული ამბოხის ახალ ეტაპად აცხადებს და დემონსტრანტებს კონკრეტული დავალებებით მიმართავს.
თეირანს აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აანონსებს.