საპროტესტო გაერთიანება

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამო ქვეყანაში ახალი საპროტესტო გაერთიანება ყალიბდება.

წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ადამიანები რუსთაველის გამზირზე საგანგებო შტაბს ქმნიან იმ მიზნით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება არ დაუშვან.

გაერთიანების წევრები მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში დესტაბილიზაციის საშიშროებაზე მიუთითებენ. მათ განწყობას იზიარებს ბიზნესმენთა ნაწილიც.

შვილმკვდარი მოქალაქეების პროტესტის ამ ფორმას სკეპტიკურად აფასებენ ყოფილი მმართველი პარტიის წევრები, რომლებიც შტაბის შექმნის ინიციატორებს მოქმედი ხელისუფლების შეცდომებზე მიუთითებენ.