საპროტესტო აქციის მე-8 დღე - რუსთაველზე განვითარებული მოვლენები

საპროტესტო აქციის მერვე დღემ რუსთაველის გამზირზე ძალოვნებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. სამართალდამცავების მხრიდან ადგილი არ ჰქონია სპეციალური საშუალებების გამოყენებას. დემონსტრანტების მხრიდან კი პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები დაყვანილია ცალკეულ შემთხვევებამდე. უკვე ერთ კვირაზე მეტია, აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ითხოვენ იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს სამართალდამცველებმა დააკავეს. გუშინდელი აქცია დაახლოებით დილის სამ საათზე დასრულდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გახსნილია.