საპროტესტო აქციის დროს დაშავებულების მდგომარეობა

ამ დრომდე კლინიკაში რჩება აქციის დროს დაშავებული სამართალდამცველი. მას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ზურგში მაშხალა მოხვდა, რის გამოც წელის არეში დამწვრობა მიიღო. ის კლინიკაში მკურნალობს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.