საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები გრძელდება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გოგილაშვილის პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული პირი რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 30 ნოემბერს დააკავეს. მისი განცხადებით, იმდენად მძიმე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რომ იზოლატორის ნაცვლად, სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. გოგილაშვილის სასამართლო პროცესს რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები ესწრებიან.