საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმე

გრძელდება იმ აქტივისტების სასამართლო პროცესი, რომლებიც გუშინ „ქართულ ოცნებასთან“ გამართული აქციის დროს დააკავეს.

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებს სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რასაც თავად კატეგორიულად უარყოფენ. დაკავებულებმა პროცესზე თქვეს, რომ ისინი მმართველი პარტიის ოფისთან მხოლოდ სიტყვა „შეცვალე“-ს სკანდირებდნენ და პოლიციის მითითებებსაც ემორჩილებოდნენ. ბრალდებულები დაძაბულობის პროვოცირებაში თავად სამართალდამცავებს ადანაშაულებენ. საპირისპიროს ჰყვებიან პოლიციის თანამშრომლები. ოთხიდან ერთი დაკავებული, მოსამართლემ სამართალდამრღვევად არ სცნო და დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

გიორგი კობერიძე აშუქებს სასამართლო პროცესს.

დატოვე კომენტარი