საპროტესტო აქციებზე დაკავებულები – სასამართლო პროცესები

18:11, 24.10.2025

რუსთავლეზე გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. საქალაქო სასამართლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის საქმეზე მსჯელობს. სამართალდამცველებმა დღეს ათამდე  პირი  დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაია ბოკერია, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია და რეჟისორი გიორგი ლიფონავა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია კონკრეტულად რას ედავება მათ გამოძიება.

მსგავსი