საპროტესტო აქციების შეფასება – ევროპის პოლიტიკა
ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ძალადობრივი დემონსტრაციების ფონზე – ოფიციალური თბილისის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის პოზიციონირება.
საქართველოსგან განსხვავებით, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მომხდარ ვანდალიზმისა და პოლიციასთან შეტაკებების ფაქტებს ბრიუსელი მკაცრად გმობს და აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით გამოხატვისკენ მოუწოდებს.
რატომ არ გაკეთდა იდენტური განცხადებები საქართველოს შემთხვევაში – თბილისი ბრიუსელს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. ევროკავშირის ხელმძღვანელობას იმასაც ახსენებენ, რომ შვიდ წელზე მეტია, რაც საქართველოში განვითარებული ძალადობრივი პროცესები და ხელისუფლების დამხობის მცდელობები არ დაუგმიათ. მმართველი გუნდის პრეტენზიები ბრიუსელის მხრიდან თბილისის ძალადობრივი აქციების მონაწილეთა მხარდაჭერას და ხელისუფლების მწვავე კრიტიკასაც უკავშირდება.
სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.