საპროტესტო აქციების მეოთხე დღე

საპროტესტო აქციების მეოთხე დღე უცვლელი მოთხოვნებით. დემონსტრანტები დღესაც 7 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პროცესებისაგან გამიჯვნას არ აპირებენ, შესაბამისად, აქტივისტებთან ერთად, გამომსვლელებს შორის მათ დღესაც ვიხილავთ.

აქციის დაწყებამდე ერთი საათია. საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე ემზადებიან. ადგილზეა ბანერები წარწერით – „გახარია წადი“, „მოვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს“, „თავისუფლება დაკავებულებს“.

თემის დეტალები „მოამბეში“.