საპროტესტო აქციები

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მათ 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. კონკრეტულმა პირებმა გახარიას გადადგომის მოთხოვნის გამო, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქცია-პერფორმანსები მოეწყო დღეს ზუგდიდში, ბათუმსა და გორშიც.