საპროტესტო აქციები ტირანაში

12:34, 22.10.2026

პრემიერის გადადგომის მოთხოვნით, ალბანეთის დედაქალაქში აქციები გრძელდება. მომიტინგეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისის კარს სკამები ესროლეს. როგორც მედია წერს, მომიტინგეები ქუჩებს ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით კეტავენ. პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს. ოფიციალური მონაცემებით, პროტესტის პირველი ექვსი დღის განმავლობაში 295 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 186 პოლიციელი.

მსგავსი