საპროტესტო აქციები თბილისში - პოლიტიკური შეფასებები

გამოიყენა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტომ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს პროპორციული ძალა – პოზიციები იყოფა პოლიტიკურ სპექტრში.

ხელისუფლება მედიის წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან გადაცდომის შემთხვევებს ადასტურებენ და გამოძიების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევენ. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ გუშინ სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკი მეთოდებით დაარბიეს და საპოლიციო საშუალებები უკანონოდ გამოიყენეს. მძიმეა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და დღეს ოპოზიციაში მყოფი გიორგი გახარიას შეფასება. ყოფილი პრემიერის აზრით, აქციის დაშლა არც ლეგიტიმური და არც პროპორციული არ იყო. გახარია სამართალდამცავების ნიღბებით ყოფნასაც აპროტესტებს.