საპროტესტო აქციები სოლიდარობის ნიშნად

შეტაკება მოხდა პარიზში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. დაშავდა ერთი სამართალდამცველი. პოლიციამ 44 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა არასანქცირებული აქციის მონაწილეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პარიზის გარდა, დემონსტრაციები გაიმართა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ლიონსა და მარსელში, სადაც მიტინგები მშვიდობიანად ჩატარდა. პარიზში აქციის გამართვაზე სანქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ არეულობის თავიდან აცილების მიზნით არ გასცა. საფრანგეთის გარდა, პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. ცრემლსადენი აირით და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს ათენში პალესტინელთა მხარდასაჭერად შეკრებილი დემონსტრანტებიც. მანამდე, საბერძნეთის დედაქალაქში ასობით ადამიანმა ისრაელის საელჩომდე მსვლელობა გამართა. აქციის მონაწილეების ნაწილს პალესტინური დროშები ეკავათ ხელში. ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობას პოლიციის კორდონი იცავდა.

საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

 

 

 

დატოვე კომენტარი