საპროტესტო აქციები - შეფასება

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რუსთაველის გამზირს მოქალაქეები შედეგის მიღწევამდე არ დატოვებენ და პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ ბოლო ორი დღეა აქცია მშვიდობიან ფორმებს არ გასცდენია, რადგან პროტესტში მონაწილე რადიკალური ჯგუფები განიარაღდნენ და მათ პიროტექნიკა და სხვა საშუალებები ჩამოერთვათ.