აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. შეკრებილები საიმიგრაციო სამსახურის აგენტის მიერ ქალის მკვლელობას აპროტესტებდნენ. „სიენენის“ ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში ფედერალურ შენობებთან ასობით მომიტინგე შეიკრიბა. ვანდალიზმის შემთხვევების გამო პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. სამართალდამცველებთან შეტაკებისას, ოფიცერზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. აქცია გაიმართა ტეხასშიც. ფედერალურ შენობებთან აქციის მონაწილეებს საიმიგრაციო სამსახურის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ და აღნიშნული უწყების გაუქმებას ითხოვდნენ.