საპროტესტო აქციები - სასამართლო განხილვები

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრს, ნიკა კვიტატიანს, სამი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას რუსთაველის გამზირზე, 21 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

ნიკა კვიტატიანი პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დღეს დააკავა. ასევე დააკავეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი წევრი, თამთა გოგოლაძე. მისი პროცესიც საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ამირან შარაშიძე. მას სახდელის სახით 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.