საპროტესტო აქციები საფრანგეთში

​ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ათასობით ადამიანი – საფრანგეთის 60 ქალაქში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებულ ანტისემიტურ თავდასხმებსა და ინციდენტებს აპროტესტებენ.

საფრანგეთი ბოლო პერიოდში ანტისემიტიზმის ტალღამ მოიცვა.

ებრაელთა მიმართ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების რიცხვი ქვეყანაში 70 პროცენტით არის გაზრდილი.