საპროტესტო აქციები საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან 

21:33, 03.11.2026

საფრანგეთში პროტესტის მასშტაბი იზრდება.

ხუთშაბათს ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები და გაფიცვაა დაანონსებული. მანამდე კი პარიზსა და რამდენიმე ქალაქში პერმანენტული აქციები ეწყობა, გრძელდება სკოლების ბლოკირება. ცალკეულ სასწავლო დაწესებულებებთან შესასვლელების ჩაკეტვის მცდელობებს თან ერთვის დაპირისპირება სამართალდამცავებთან. სასწავლო რეფორმების და სკოლებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას ახალი მოთხოვნები ემატება. სკოლებიდან დაწყებული და მასშტაბურ სოციალურ პროტესტში გადაზრდილი გამოსვლების მონაწილეები საცხოვრებელი ხარჯების ზრდას აპროტესტებენ და პენსიების და ხელფასების მატებას, ასევე მომავალ წლის ბიუჯეტის კორექტირებას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს – ქუჩებში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების დანაყოფები და ჟანდარმერია.

 

მსგავსი