საპროტესტო აქციები საფრანგეთში

12:15, 20.10.2026

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები საფრანგეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებსა და საპროტესტო აქციებს, რათა ძალადობრივ დაპირისპირებაში მოხვედრის რისკი შეამცირონ. საფრანგეთში ამერიკის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა, რომ მოერიდონ ბოლო დემონსტრაციების დროს დაზიანებულ ტერიტორიებს. ამასთან, იტალიის ხელისუფლება საფრანგეთში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში ყოფნა სპეციალურ ვებსაიტზე ან აპლიკაციაში დაარეგისტრირონ, რათა საჭიროების შემთხვევაში მათი ადგილსამყოფელის დადგენა შესაძლებელი იყოს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მომდევნო დღეებში საფრანგეთში არეულობა კვლავ გაგრძელდება და გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ადგილობრივი პოლიციის მითითებებს. სიფრთხილისკენ მოუწოდა ჩინეთის საგარეო უწყებამ და საფრანგეთში მოქმედმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ქვეყანაში გამგზავრების მსურველ ჩინეთის მოქალაქეებსაც.

მსგავსი