საპროტესტო აქციები საფრანგეთში
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ქვეყანაში მიმდინარე არეულობის გამო სახელმწიფო უწყებები გააკრიტიკა და სამართალდამცველებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა. ატალმა ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ამსახველ კადრებს „შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელი“ უწოდა და მომხდარი „სახელმწიფოს მარცხად“ შეაფასა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი წესრიგის აღდგენაა. ამასთან, ატალმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივაც წამოაყენა.