საპროტესტო აქციები საფრანგეთში

12:01, 25.10.2026

დაშავებულები და ათასამდე დაკავებული – საფრანგეთი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში რჩება. შაბათს გამართულ აქციებს მოგვიანებით რამდენიმე ადგილას შეტაკებებიც მოჰყვა. პოლიციამ პარიზსა და რამდენიმე სხვა ქალაქში მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მარსელში აქციის მონაწილეებმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, ბორდოში კი ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინიდან დამცავი ფიცრები ჩამოგლიჯეს. რაც შეეხება ლიონს, აქ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იმ დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი პრეფექტურის მიერ აქციებისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები. წესრიგის უზრუნველსაყოფად ქუჩებში 70 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება მოვლენათა ეპიცენტრში – ბოლო ცნობებით ლევან ახალაიას ჩართვა პარიზიდან.

მსგავსი