საპროტესტო აქციები ბათუმში დღეს ექიმებისა და სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მარშით დაიწყო, მათ მსვლელობა საქალაქო სასამართლოდან დაიწყეს და საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე ძირითად აქციას შეუერთდნენ.
მედიკოსთა მოთხოვნაც უცვლელია – ახალი არჩევნები, მოძალადეთა დასჯა და ევროინტეგრაციის პროცესის გაღრმავება, საპროტესტო აქციები, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო, ყოველდღიურად ამ დრომდე გრძელდება. საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან იკრიბებიან, ისინი ვადამდელ არჩევნებს და აქციებზე უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.