საპროტესტო აქციები პარზში

საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 60-ზე მეტი პირი დააკავეს. „როიტერი“ წერს, რომ დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიების შუშები ჩაამტვრია და ბარიკადები დაწვა. პარიზში გამომსვლელები უკვე მეორე კვირაა, პოლიციის მხრიდან ძალადობას, ასევე ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ. პროექტი ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას კრძალავს. მმართველი პარტიის განცხადებით, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, კანონმდებლობაში ცვლილებები იგეგმება.