საპროტესტო აქციები პარიზში

12:27, 21.06.2020

პარიზის პოლიციამ რასიზმისა და პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქციის ხუთი მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 52 დემონსტრანტი სამართალდამცველებმა სიტყვიერად გააფრთხილეს. საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე გამოსვლა გაიმართა. 1000-მდე ადამიანი რასიზმს აპროტესტებდა. აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. პარალელურად, კიდევ ერთი დემონსტრაციის მონაწილეებმა, საფრანგეთში მყოფი არალეგალი მიგრანტებისთვის ქვეყანაში ბინადრობის უფლების მინიჭება და ლტოლვილების დროებითი განთავსების ცენტრების დახურვა მოითხოვეს.

მსგავსი