საპროტესტო აქციები იტალიაში
საპროტესტო აქციები გაიმართა იტალიაშიც. მილანის ცენტრში, გოთიკური ტაძრის წინ მდებარე მოედანზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. იტალიური მედიის ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა საგანი ესროლეს. შეტაკებების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. უსაფრთხოების ზომების გამო დაიკეტა მეტროს ცენტრალური სადგურიც. საპროტესტო აქცია გაიმართა იტალიის ქალაქ ბოლონიაშიც. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.