საპროტესტო აქციები ისრაელში

ისრაელში საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ყველაზე ხალხმრავალი მანიფესტაცია თელ-ავივში იყო, სადაც საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაკავებულია ათობით ადამიანი. ასევე, სამართალდამცველებმა ასობით მომიტინგე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ისრაელის ქუჩებში გასული დემონსტრანტები პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს აქციების გამართვას, მათი საცხოვრებელი სახლებიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, უკრძალავს. კანონის მოწინააღმდეგეები ინიციატივას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, 18 სექტემბერს საყოველთაო კარანტინი განმეორებით გამოცხადდა.