საპროტესტო აქციები ევროპის ქალაქებში

21:30, 13.10.2026

საფრანგეთსა და ბელგიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

განათლების სისტემაში არსებული მძიმე პირობების გამოსწორების მოთხოვნით, დემოსნტრაციების ახალი ტალღა დღეს დილიდან დაიწყო. ასიათასობით  სტუდენტმა და მოსწავლემ ნაგვის ურნებითა და ბარიკადებით უნივერსიტეტები და სკოლები დაბლოკა.

შეწყვეტილი  სასწავლო პროცესი, ძალადობრივი შეტაკებები პოლიციასთან, განადგურებული ინფრასტრუქტურა და 7000 ათასზე მეტი დაკავებული – ასეთია სამ კვირიანი პროტესტის  შედეგები საფრანგეთში. დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებენ პოლიტიკური ჯგუფები და ცნობილი აქტივისტები.

რთულია ვითარება ბელგიაშიც. აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება დემონსტრაციების დროებით აკრძალვის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რის გამოც  ახალგაზრდები პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით  დაუპირისპირდნენ. ხელისუფლება ვითარების განმუხტვას ახალი დაპირებებითა და სიმშვიდისკენ მოწოდებით ცდილობს, თუმცა აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იდენტური მოთხოვნებით სტუდენტური გამოსვლები დაიწყო ალბანეთშიც, პროტესტი ტირანაშიც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

მსგავსი