საპროტესტო აქციები ევროპაში – „მოამბე“ პარიზიდან
უქმე დღეებმა საფრანგეთში ამჯერადაც დაკავებების და არეულობის ფონზე ჩაიარა, თუმცა ძალადობის მასშტაბი 17-18 ოქტომბრის მოვლენებთან შედარებით ბევრად შემცირდა და სერიოზული ინციდენტები აღარ მომხდარა.
მაკრონი, რომელიც წინა კვირის სურათს სამართალდამცავი უწყებების არასაკმარისად მომზადებით ხსნის, ამჯერად პოლიციას მადლობას უხდის. ბოლო ორ დღეში გამართული საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაკავებულია 1 500-მდე ადამიანი, დაშავდა ათეულობით პირი როგორც პოლიციელების, ასევე დემონსტრანტებს შორის. საზოგადოებრივ წესრიგს შაბათ-კვირას 70 000 ადამიანი იცავდა. შაბათისთვის დაანონსებული გამოსვლების ფონზე ხელისუფლება საფრთხეებს განეიტრალებულად არ მიიჩნევს, ამიტომ პარიზსა და რამდენიმე ქალაქში აქციების გამართვის მხრივ შეზღუდვები კვლავ ნარჩუნდება, ცალკეულ არეალებში მოქმედებს კომენდანტის საათიც. სკოლის მოსწავლეების გამოსვლებით დაწყებული და მწვავე სოციალურ პროტესტში გადაზრდილი პროცესების მართვას პრეზიდენტი და მისი მთავრობა პროფკავშირებთან და დამსაქმებლებთან დიალოგის გზით და რეფორმების დაანონსების ცდილობს. თუმცა პროტესტი ჯერ არ ცხრება.
რა ხდება პარიზში – ლევან ახალაია და ვახო ლეკიაშვილი მუშაობენ საფრანგეთის დედაქალაქში.