საპროტესტო აქციები ესპანეთში
საფრანგეთის შემდეგ მასშტაბურმა პროტესტმა ესპანეთი მოიცვა.
87 წლის ქალის გამოსახლებისა და კლინიკაში გარდაცვალების შემდეგ ჯერ კიდევ ოქტომბერში დაწყებული გამოსვლები ეროვნულ გაფიცვაში და მასობრივ აქციებში გადაიზარდა. ეს არის პირველი გაფიცვა 14 წლის შემდეგ. მადრიდსა და ბარსელონაში სამართალდამცავებთან არაერთი შეტაკება მოხდა, დაზიანდა და განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაკავებულია 50-მდე ადამიანი. არიან დაშავებულები. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პროფკავშირების მიერ ორგანიზებულმა საყოველთაო გაფიცვამ პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა, შეფერხდა საჯარო სერვისების მიწოდება, პარალიზებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა. ქუჩაში გასული მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას, ქირის მაღალ ფასს, დაბალ ხელფასებს და საჯარო სერვისების დაბალ ხარისხს აპროტესტებენ. მწვავე სოციალური კრიზისის ფონზე სამ კვირაში ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.