საპროტესტო აქციები დიდ ბრიტანეთში

ბრიტანეთის ქალაქ რედინგის პარკში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მათ ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილია კიდევ სამი და მათი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. ინციდენტი ქალაქის პარკში მოხდა. დაკავებულია 25 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ლიბიელი წარმოშობის. ბრიტანეთის პოლიცია ინციდენტს პირველ ეტაპზე შემთხვევით თავდასხმად განიხილავს. რედინგის პარკში, სადაც თავდასხმა განხორციელდა, რამდენიმე საათით ადრე საპროტესტო აქცია დევიზით, „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ გაიმართა.

დატოვე კომენტარი