საპროტესტო აქციები და შეტაკებები მინეაპოლისში
მინესოტაში პროტესტი მწვავდება – დაღუპულია კიდევ ერთი მოქალაქე.
ორი დღის წინ სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა 37 წლის მამაკაცი მოკლეს. უწყების ცნობით, შეიარაღებული პირის მისამართით გასროლა თავდაცვითი მიზნით მოხდა. ქალაქ მინეაპოლისში დაწყებული საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. აშშ-ის პრეზიდენტის სამიგრაციო პოლიტიკის გამო მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება არ ცხრება. საპროტესტო გამოსვლები აშშ-ის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. შტატში აქციები 7 იანვარს დაიწყო, როცა საემიგრაციო სამსახურის აგენტმა ქალს ესროლა – მასშტაბურ დემონსტრაციებს არეულობა მოჰყვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მინეაპოლისის ოპერაცია ამჯერადაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის და არალეგალი დამნაშავეების დეპორტაციისთვის ჩატარებულ ღონისძიებად შეაფასა. მინესოტის დემოკრატი გუბერნატორი პრეზიდენტს შტატებიდან ფედერალური აგენტების გაყვანისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ დემოკრატი მერებისა და გუბერნატორებისგან ტრამპი ქაოსის ხელშეწყობის არალეგალი დამნაშავე მიგრანტების დაკავების შეფერხების ნაცვლად კანონისადმი დამორჩილებას მოითხოვს.