საპროტესტო აქციები და საგანგებო ზომები ევროპის ქალაქებში 

21:17, 20.10.2026

საფრანგეთი მწვავე სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის და მასშტაბური ეკონომიკური ზარალის წინაშე – 17-18 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების და არეულობის შემდეგ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა. გასულმა ღამემ და დღემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. თუმცა შაბათიდან ამჯერად ყვითელჟილეტიანების აქციების დაწყებაა დაანონსებული. შაბათ-კვირის ვანდალური ქმედებების და მოროდიორობის ფაქტების გამოსაძიებლად და ყველა მოძალადის თუ მძარცველის დასასჯელად მკაცრი ზომების მიღება და მასშტაბური ოპერაციის ჩატარება იგეგმება. 200 გამომძიებელი იმუშავებს მარტო პარიზში, სადაც ცეცხლში გაეხვა არაერთი შენობა, განადგურდა და გაიძარცვა ცნობილი ბრენდების მაღაზიები, დაშავდა ასეულობით ადამიანი. იწყება ძალადობის და ძარცვის ამსახველი ვიდეო მასალის გაშიფვრა. სკოლის მოსწავლეების მიერ სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაწყებული და სოციალურ პროტესტში გადაზრდილი მასობრივი გამოსვლების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 2 500-მდე ადამიანია დაკავებული. პროტესტმა მოიცვა იტალია, ბელგია და ალბანეთიც. პარიზის ცნობილი კადრების ფონზე ცნობილი ბრენდები მაღაზიებს დროებით ხურავენ მილანში. კომენდანტის საათის დაწესებას არც იტალიაში გამორიცხავენ. არეულობა არ წყდება ალბანეთში.

მსგავსი