საპროტესტო აქციები და საგანგებო ზომები ევროპაში
აქციების შემზღუდავი რეგულაციების დაწესების, პასუხისმგებლობის გამკაცრების და განათლების სისტემაში მასშტაბური რეფორმების დაანონსების მიუხედავად, საფრანგეთში არსებული მწვავე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის მოგვარება ვერ ხერხდება.
პროფკავშირები მთავრობის დაპირებებს უნდობლობას უცხადებენ და კვირის ბოლოს ისევ მასშტაბურ დემონსტრაციებს აანონსებენ. კონკრეტულ ლოკაციებზე აქციების გამართვის აკრძალვის და კომენდანტის საათის შემოღების პარალელურად, საფრანგეთის მთავრობა სოციალური ქსელების გაკონტროლებასაც ცდილობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანდალიზმისა და ძალადობას შემთხვევებს სწორედ ინტერნეტ პლატფორმებს უკავშირებს. დიალოგი უშედეგო აღმოჩნდა, შესაბამისად, ძალადობრივი პროტესტის შეჩერებას კანონმდებლობის გამკაცრებით ცდილობს ალბანეთიც. პასუხისმგებლობას ვერც მოზარდები გაექცევიან. აქციების ფარგლებში მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მათ მშობლებს ან მეურვეებს დაეკისრებათ.