საპროტესტო აქციები და პოლიტიკური პოზიციები

დაკავებების და დაშავებულების გარეშე ვერც გუშინდელმა ღამემ ჩაიარა.

დაპირისპირების ეპიცენტრად 9 აპრილის ქუჩა იქცა. ბარიკადები, კოცონი, პარლამენტის ჩახერგილი შესასვლელები – ასეთი სურათი იყო დილამდე ქუჩაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის გადის. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კანონპროექტის მეორედ მოსმენის მიღების შემდეგ დეპუტატებმა პარლამენტი დატოვეს. მათი უსაფრთხოდ გაყვანისთანავე, წინა დღისგან განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიდან სამართალდამცავებიც წავიდნენ. მალევე მოვლენების ეპიცენტრში პარლამენტის გვერდითა შესასვლელი მოექცა. რკინის ჭიშკრის შემტვრევის და შენობის ეზოში შეღწევის მცდელობას ვითარების უკიდურესად გამწვავება მოჰყვა. პარლამენტის ეზოში განლაგებულმა სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა. მიმდინარე აქციები და დაძაბულობა საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. მოწოდებაა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და პოლარიზაციის შემცირება.