საპროტესტო აქციები და ოპოზიციის სტრატეგია

სადავო კანონის მიღების შემდეგ ოპოზიცია ერთობის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

ცალკეული პოლიტიკოსის გამოსვლებში უკვე კეთდება მოწოდებები საერთო პლატფორმის ამოქმედებისკენ. ჩნდება კითხვა – აიღებენ თუ არა აქციების მსვლელობის დროს მართვის სადავეებს პოლიტიკოსები, რომლებიც აქციების დაწყების დღიდან პროტესტის უკანა ხაზზე არიან და ტრიბუნებთანაც თითქმის არ ჩნდებიან. საპროტესტო გამოსვლებისთვის სწორი გეზის მიცემისკენ და საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებს ოპოზიციას დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, რომლის აზრით ახლა მთავრობის შეცვლის მოთხოვნა და ერთი თვის ვადაში ტექნიკური მთავრობის შექმნაა საჭირო. პრეზიდენტთან კოორდინაციით ეროვნული წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის მომხრეა „ლელოს“ ლიდერი. ოპონენტები ხელისუფლებას საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ და საერთო სამოქმედო სტრატეგიის მომზადებას ითხოვენ. შეცვლის თუ არა სადავო კანონს გაწვევის მოთხოვნას მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და რა გზებით ესახებათ ოპოზიციონერ აქტორებს ამ მიზნის მიღწევა – თემაზე თათია ტაბეშაძე მუშაობდა.