საპროტესტო აქციები და მსხვერპლი

ჰონგ კონგის საპროტესტო აქციები 5 თვის შემდეგ კუნძულის საზღვრებს სცდება და საერთაშორისო სკანდალის მიზეზი ხდება.

ივნისში დაწყებული დემონსტრაციების მომხრეები ლონდონში ჩასულ ჰონგ კონგელ მაღალჩინოსანს დაესხნენ თავს. ჰონგ კონგის იუსტიციის მდივანი საავამდყოფოშია გადაყვანილი. მძიმე მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელსაც ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეებმა სიტყვიერი დაპირისპირების დროს ცეცხლი წაუკიდეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიტინგზე მიღებული ტრამვის გამო კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. 70 წლის დამლაგებელს თავში აგური მოხვდა. ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონის გამო აგორებულმა საპროტესტო ტალღამ ჰონგ კონგი ბრძოლის ველად აქცია.