საპროტესტო აქციები და მსხვერპლი ირანში

21:50, 20.11.2019

ათეულობით ადამიანია დაღუპული ირანში.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ხელისუფლებამ საწვავის გაძვირების გამო დაწყებული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი 200-ს აღწევდეს. ამ ფონზე ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ  ქვეყანამ არეულობაზე გაიმარჯვა. ოფიციალური თეირანი არეულობის მიღმა გარე ძალების კვალს ხედავს და თითს ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იშვერს.

მწვავე განცხადებები კეთდება ვაშინგტონიდანაც.

მსგავსი