საპროტესტო აქციები და ხელისუფლების პასუხი

საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა მთავრობის სხდომა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია სამოქმედო ტაქტიკას არ ცვლის. სიმბოლური ბოქლომი მათ ამჯერად მთავრობის ადმნისტრაციის შესასვლელთან დატოვეს, სადაც დილიდან ხმაური იყო. ოპოზიციური ძალები მინისტრთა კაბინეტისთვის ე. წ. ბოქლომის დღის მოწყობას ყოველ ხუთშაბათს აანონსებენ. ძალაში რჩება სამშაბათს პარლამენტის წინ დაგეგმილი პიკეტიც. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, სახელმწიფო შენობების ბლოკირება და პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას არ შეასრულებს.